• 07 09 2023

ქალთა ოთახების გაერთიანება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ახალ პროექტს ახორციელებს

ქალთა ოთახების გაერთიანება  სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურების ხელშეწყობის მიზნით, ახალ პროექტს ,,ქალთა გაძლიერება და არსებითი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის პროცესში" ახორციელებს. 

პროექტის გახსნის პრეზენტაცია ნინოწმინდის ქალთა ოთახში ჩატარდა. შეხვედრას  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი და პროექტით დაინტერესებული ადგილობრივი ქალები დაესწრნენ. 

პროექტი ითვალისწინებს: 

  • სოფლად სადისკუსიო პლათფორმების ჩამოყალიბებას 
  • სოფლად მცხოვრებ ქალთა აქტივიზმის ხელშეწყობას.

პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით HEKS-EPER Georgia-ს მიერ რეგიონალურ პარტნიორ ორგანიზაციებთან, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი (CIF)- ქვემო ქართლი, სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშემწყობი ცენტრი (SCCSF) - სამცხე-ჯავახეთი, თანამშრომლობით.