• 29 04 2022

თანამშრომლობა პარლამენტისა და უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან

ქალთა ოთახების სისტემური გაძლიერების მიზნით საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედ საპარლამენტო საბჭოსთან და აჭარის უმაღლეს საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვენელებთან შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრაზე ქალთა ოთახების გაერთიანებამ საბჭოს თავმჯდომარეეებს ქალთა ოთახის გაერთიანების საქმიანობა და არსებული ქალთა ოთახების საჭიროებები გაუზიარა.

შეხვედრაზე ინიცირება მოხდა ადგილობრივ თვითმმართველობების დონეზე არსებული მუნიციპალური ქალთა ოთახების ინსტიტუციურ გაძლიერებაზე მუშაობა და ქალთა ოთახების განვითარების მიზნით ახალი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება.

აღნიშნულ საკითხზე ,,ქალთა ოთახების გაერთიანებასთან" ერთად საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და კავკასიის ალიანსების პროგრამის წარმომადგენლები იმუშავებენ.

,,ქალთა ოთახების გაერთიანებას“ მხარს უჭერს მერსი ქორფსის „კავკასიის ალიანსების პროგრამა (ALCP)”, რომელიც შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ არის დაფინანსებული.