• 16 02 2024

ქალთა ოთახების გაერთიანებამ ეთიკის კოდექსი დაამტკიცა

2024 წლის 8 თებერვალს  ააიპ ქალთა ოთახების გაერთიანების გამგეობის წევრთა ონლაინ შეხვედრაზე ორგანიზაციამ ეთიკის კოდექსი დაამტკიცა.   

ქალთა ოთახების გაერთიანების ეთიკის კოდექსის მიზანია:

  1. გაერთიანების წევრთა და აპარატის თანამშრომელთა საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმებისადმი პატივისცემის განმტკიცება.
  2. კოდექსი განსაზღვრავს იმ ძირითად ღირებულებებს, ქცევის ნორმებს და ეთიკის პრინციპებს, რასაც პატივი უნდა სცეს გაერთიანების ყველა წევრმა და აპარატში დასაქმებულმა ყველა თანამშრომელმა.
  3. კოდექსში აღნიშნული ნორმებისა და ღირებულებების პატივისცემით ამაღლდება ჩართული და დაინტერესებული მხარეების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციებს და ბენეფიციარების ნდობა გაერთიანების საქმიანობისა და პროექტების მიმართ.

გაერთიანების ძირითადი ეთიკური ღირებულებებია:

  • ადამაინის ძირითად უფლებებათა და თავისუფლებებათა პატივისცემა
  • სამართლიანობა
  • დისკრიმინაციის დაუშვებლობა
  • ინკლუზიურობა
  • პოლიტიკური ნეიტრალიტეტი
  • ობიექტურობა
  • მიუკერძოებლობა
  • გამჭვირვალობა და ღიაობა
  • ინტერესთა შეუთავსებლობის დაუშვებლობა
  • გუნდურობა და კოლეგიალობა
  • პროფესიონალიზმი

 კოდექსით განსაზღვრული ნორმების შესრულების კონტროლს ახორციელებს ეთიკის კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან  ელზა პაპოშვილი, თამთა ზაქარიაშვილი და ქეთი მახარაძე.

ეთიკის კოდექსი