სივრცე შეხვედრების მოსაწყობად

ადგილობრივი თვითმმართველობის  საინფორმაციო-საკონსულტაციო სივრცე ,,ქალთა ოთახი“ ადგილობრივ მოსახლეობას (განსაკუთრებით გოგონებსა და ქალებს) სთავაზობს საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ ღია სივრცეს სოციალურ-ეკონომიკური ატივობისთვის.

ქალთა ოთახის ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ:

სივრცით  შეხვედრების მოსაწყობად

ყველა ქალთა ოთახში მოწყობილია მრავალფუნქიური სივრცე თქვენთვის. აღნიშნული სივრცე საშუალებას აძლევს სხვადასხვა სათემო ჯგუფს, არასამთავრობო თუ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებს გამოიყენონ არსებული სივრცე შეხვედრების მოსაწყობად. ქალთა ოთახის სივრცეში იკრიბებიან საერთო ინტერესებისა და ღირებულებების მქონე ადამიანები. შეხვედრაზე დასწრება შესაძლებლობას გაძლევთ დაამყაროთ ახალი საქმიანი კონტაქტები და  შეიძინოთ ახალი მეგობრები. შეხვედრის თემაზე, დროსა და მოწვეულ სტუმრებზე ინფორმაცია 1 კვირით ადრე აცნობეთ ქალთა ოთახის მენეჯერს.