ინგა არჯევანიძე - თელავის ქალთა ოთახის საინიციატივო ჯგუფის წევრი

ინგა არჯევანიძე 31 წლის  2 შვილის დედაა სოფელი ვანთიდან.  ის  ვანთის საჯარო სკოლაში საინფორმაციო მენეჯერის პოზიციაზე მუშაობს  და  განაგრძობს სწავლას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ინგა აქტიურადაა ჩართული სოფლის ცხოვრებაში და   სოფლის კრებებზეც  სხვა აქტიურ ქალებთან ერთად  იღებს  მონაწილებას.

ინგა აღნიშნავს, რომ დატვირთული გრაფიკის მქონე ქალებისთვის საბავშვო ბაღი დიდი შვებაა. სოფელში საბავშვო ბაღში ჩასატარებელი იყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. სოფლის კრებაზე მან და რამოდენიმე   თანამოაზრე ქალმა ერთად წამოაყენეს ბაღის შენობაში სარეაბილიტაციო სამუშაოების საკითხი. თანასოფლელებმა მხარი დაუჭირეს მათ და ახლა მოხარულნი არიან, რომ მცდელობის შედეგს ხედავენ.

ია ამბობს, რომ პირველად როდესაც სოფლის კრებაზე მიიპატიჟეს, მან და  ბევრმა ქალმა უარი თქვეს  მონაწილეობის მიღებაზე შემდეგ მიზეზებს ასახელებდნენ: ,,მე ვინ მეკითხება“ ან   ,,რა ჩემი საქმეა პრობლემების მოგვარება“, ქალების უმრავლესობა სახლის საქმითაა დაკავებული და არ ერთვება სოფლის ცხოვრებაში.

ერთი ერთი შეხვედრაზე ქალთა ოთახის მენეჯერს ესაუბრა და   ამან ბიძგი მისცა  მონაწილეობა  მიეღო სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში და თამამად დაეფიქსირებინა მისი  აზრი.

,,ქალებს შეგვიძლია მოვახდინოთ  მობილიზება, გავერთიანდეთ თანამოაზრეები და თავად გადავჭრათ სოფელში არსებული პრობლემები“