ნადეჟდა ჯაბნიძე - კაფე ბარის მფლობელი

სოფელ მახუნცეთში მცხოვრები ნადეჟდა ჯაბნიძე  64 წლისაა და რუსული ენა- ლიტერატურის მოქმედი სერტიფიცირებული პეადოგოგია. ის სოფელში 5 ოჯახის წევრთან ერთად ცხოვრობს. წლების განმავლობაში მისი ოჯახი მისდევდა მესაქონლეობას.

ქედის მუნიციპალიტეტის მერიაში მისულმა  ქალბატონმა ნადეჟდამ , ,,ქალთა ოთახის“ მენეჯერისგან გაიგო აწარმოე საქართველოში,  მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გამცხადებული საგრანტო კონკურსის შესახებ. როგორც თვითონ ამბობს ბიზნეს გემის წერა არ იცოდა. ქალთა ოთახის დახმარებით   გაიარა ტრენინგები და ამან მისცა საშუალება  თავად დაეწერა ბიზნეს იდეაც და ბიზნეს გეგმაც.