ნინო გაბრიაძე - მშრალი ხილის საწარმოს მფლობელი

ნინო პროფესიით ეკონომისტია. დაიბადა და გაიზარდა ქ. გორში. დაოჯახების შემდეგ საცხოვრებლად  აჭარაში გადავიდა და 16 წელია ცხოვრობს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალშენში. ნინომ  მეგობრისაგან გაიგო „ქალთა ოთახის“ არსებობის შესახებ, სადაც ის სისტემატიურად ესწრებოდა   შეხვედრებს თუ ტრენინგებს. მან მიიღო შესაბამისი ცოდნა  და მიზნობრივად გამოიყენა საკუთარი საქმიანობისთვის.

"ქალთა ოთახის" დახმარებით გაიზარდა მისი სანაცნობო წრე, რამაც ხელი შეუწყო ნინოს სხვადასხვა პროექტებში ჩართულიყო. ნინო ასევე ეხმარებოდა ბენეფიციარებს ვისაც სჭირდებოდა პროექტის მოძიება და დაწერა. უკვე სამი წელია აქვს საწარმო,სადაც აწარმოებს ხილის ჩირებს, ხილის ჩიფსებს და ჩურჩხელას და დასაქმებული ჰყავს ხუთი ადამიანი.