• 29 04 2022

ქალთა ოთახების გაერთიანებამ კახეთში სომხეთის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების ორგანიზებით, კახეთის რეგიონს სომხეთის ქალთა ოთახების მენეჯერებისა და ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია ეწვია.

დელეგაციამ თელავის და ახმეტის ქალთა ოთახები მოინახულა და მისი ფუნქციონირების შესახებ პრეზენტაცია მოისმინა. მხარეებმა ქალთა გაძლიერების მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

,,ქალთა ოთახების გაერთიანება“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ს/ნ 448057094), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, 32 თვითმმართველ ერთეულში არსებული 32 მუნიციპალური „ქალთა ოთახის“ გაძლიერება, მათი კორდინირებული მუშაობის და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.  შეხვედრის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს