• 29 04 2022

მიიღე ბიზნესს კონსულტაცია ქალთა ოთახში

ა(ა)იპ საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების ორგანიზებით, ბათუმში “ქალთა ოთახის” წარმომადგენლებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - ბიზნესის დაგეგმარება და მართვა, ბისზნეს კონსულტაციის გაწევა.

ტრენინგის მიზანი იყო მსმენელებს შეესწავლათ ბიზნესის დაგეგმვის, მენეჯმენტის და ფონდების მოძიების საბაზისო უნარ-ჩვევები.

ზოგდიდის, ოზურგეთის, ზესტაფონის, ონის, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურისა და შუახევის ქალთა ოთახის წარმომადგენლებს შეუძლიათ გასცენ ბიზნესს კონსულტაციები შეიმუშაონ ბიზნეს-გეგმა, განსაზღვრონ და დააზღვიონ ბიზნეს რისკები და მოიძიონ დაფინანსების წყაროები ქალთა ოთახის ვიზიტორებისთვის.

ტრენინგები ჩატარდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ დაფინანსებული „კავკასიის ალიანსების პროგრამის“ (ALCP) ფარგლებში, რომელსაც საქართველოში ახორციელებს მერსი ქორფსი.