• 08 09 2023

ქალთა არაფორმალური სადისკუსიო სივრცეები შეიქმნა აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში

ხულოს, შუახევის, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების ორგანიზებით, სოფლად მცხოვრები ქალებისათვის საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. 

შეხვედრები ქალთა არაფორმალური სადისკუსიო სივრცეების სექმნის მიზნით განხორციელდა, რომლის მიზანია სოფლად მცხოვრები ქალების გააქტიურება, ინფორმირება და სამოქალაქო აქტივობებში ჩართვა.  

პროექტის ფარგლებში ოთხივე მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩამოყალიბებულმა სადისკუსიო პლატფორმის წევრებმა  სოფლად  20-მდე დისკუსია ჩაატარეს და დაიწყეს შინ-შრომის ირგვლივ  ინფორმაციის ზრდა საზოგადოებაში , სადაც გამოიკვეთა მოცემული საქმიანობის სირთულე, აქტუალურობა და მნიშვნელობა. 

 პროექტი ,,ქალთა ფონდი საქართველოში" ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.