• 29 04 2022

გაფართოებული შეხვედრა სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში

საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანებამ სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან და ქალთა ოთახის მენეჯერებთან გაფართოებული შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების გაცნობა და სხვა რეგიონში არსებული წარმატებული ქალთა ოთახების გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს რეგიონში გენდერული პოლიტიკის გატარების ხელშეწყობასა და არსებული გამოწვევების მოგვარებაზე.

შეხვედრას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის  ხელმძღვანელი - მანანა გაჩეჩილაძე უწევდა კოორდინაციას, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაცია მერსი ქორფსის წარმომადგენლები გურანდა გოგიტიძე და ნინო კაპანაძე ესწრებოდნენ.

საქართველოს ქალთა ოთახების გაერთიანების შექმნას ხელი შეუწყო შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC)  და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ დაფინანსებულმა კავკასიის ალიანსების პროგრამამ (ALCP) რომელსაც საქართველოში ახორციელებს მერსი ქორფსი Mercy Corps)